გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი დასრულდა

24-02-2025

საქართველოს საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოს, მმართველობითი საბჭოს შესარჩევი კონკურსი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.


სამინისტროს ცნობით, შესარჩევმა კომისიამ 8 საუკეთესო კანდიდატი გამოავლინა, რომელთა შესახებ დეტალური ინფორმაცია საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.


საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში 2024 წლის ივნისში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შეიქმნა - საპენსიო სააგენტოს მმართველობით სტრუქტურაში არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოების ნაცვლად ჩამოყალიბდა საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო - მმართველობითი საბჭო. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრების რაოდენობა, პროფესიონალ წევრთა შერჩევის წესები და პროცედურები, მათი განათლების, სამუშაო გამოცდილების დამატებითი კრიტერიუმები და სხვა მოთხოვნები.


მმართველობითი საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი 2024 წლის დეკემბერში გამოცხადდა. ინფორმაცია აღნიშნული კონკურსის შესახებ განთავსებული იყო რამდენიმე საერთაშორისო პლატფორმაზეც.


მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრების შერჩევა განახორციელა შესარჩევმა კომისიამ, რომელიც საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებისა და რამდენიმე დამოუკიდებელი წევრისგან შედგება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30