გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სამცხე-ჯავახეთის მხარის თევზმომშენებელ ფერმერებსა და ბიზნესოპერატორებს შეხვდა

25-02-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სამცხე-ჯავახეთის მხარის თევზმომშენებელ ფერმერებსა და ბიზნესოპერატორებს შეხვდა.


ქ. ახალციხეში გამართულ შეხვედრაზე, მონაწილეებმა საქართველოში აკვაკულტურის სექტორში არსებულ გამოწვევებზე და ლაბორატორიული კომპონენტის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო რეგიონულ დონეზე თევზის წარმოების ხელშეწყობის და უსაფრთხო პროდუქციის მიღებისთვის საჭირო კვლევების აუცილებლობის საკითხებს.


სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა თევზმომშენებელ ფერმერებს და ბიზნესოპერატორებს ლაბორატორიის შესაძლებლობები გააცნეს. დაინტერესებულ პირებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ლაბორატორიაში დანერგილი კვლევების შესახებ.


„საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი ქართული პროდუქციის წარმოებისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი სტანდარტების ლაბორატორიული კვლევების ჩატარება. სწორედ ამასა ემსახურება სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის გაძლიერება და საერთაშორისო სტანდარტების კვლევების დანერგვა.

სახელმწიფო ხელს უწყობს როგორც უსაფრთხო პროდუქციის წარმოებას, ასევე საქართველოში წარმოებული პროდუქციის საერთაშორისო, მათ შორის, ევროკავშირის ბაზარზე გატანას”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.


შეხვედრის ფარგლებში დამსწრეებმა განიხილეს იქთიოლოგიის სფეროს საგანმანათლებლო მიმართულებაც. აღინიშნა რომ მნიშვნელოვანია შეიქმნას პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს მომავალი სპეციალისტების აღზრდასა და მათ პროფესიონალ იქთიოლოგებად ჩამოყალიბებას.


ახალციხეში გამართულ შეხვედრას თევზმომშენებელი ფერმერები, სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვარდიაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ვეტერინარიის მიმართულების დეკანი, სოფლის განვითარების სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728