გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივნისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოჩა ენუქიძე: ამბროლაურში თოვლწმენდის სამუშაოები დილიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს - სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება და ყველა სოფელს და პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს

26-02-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის სამუშაოები დილიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, - წერს ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების დელეგატი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გოჩა ენუქიძე, სოციალურ ქსელში.


ენუქიძის ინფორმაციით, მუშაობა მიმდინარეობს ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად, ასევე, აქტიურად გრძელდება თოვლწმენდის სამუშაოები, რომელიც ყველა სოფელსა და პრობლემურ უბანს მოიცავს.


„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის სამუშაოები დილიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. იწმინდება ქალაქის ცენტრალური ქუჩები, ტროტუარები, სამედიცინო პუნქტებამდე მისასვლელი გზები და ჩიხები, ასევე, ტექნიკა მუშაობს სოფლების მიმართულებით. ელექტროენერგია ამ დროისთვის არ მიეწოდება 16 სოფელს, „ენერგო პრო ჯორჯიას“ ჯგუფები უკვე გავიდნენ დაზიანებულ ლოკაციებზე და მუშაობენ, რათა დროულად აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება.


ადგილზე იმყოფებიან რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, მოადგილე დავით გოგლიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე. შექმნილი უამინდობის გამო, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი 26-27 თებერვალს შეჩერებულია. დღის მანძილზე აქტიურად გაგრძელდება თოვლწმენდის სამუშაოები და ეტაპობრივად, ყველა სოფელს და პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს“ - წერს გოჩა ენუქიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30