გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: საზოგადოებისგან მკაცრი გაფრთხილება და გზავნილი მიღებულია

29-10-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საზოგადოებამ საპრეზიდენტო არჩევნების გზით მმართველ პარტიას მკაცრი გზავნილი და გაფრთხილება გაუგზავნა.


მისივე თქმით, ეს გზავნილი მიღებულია და საზოგადოებაში არსებობს გამოწვევები, რომელსაც სწრაფი დინამიკა სჭირდება.

 

„საზოგადოებისგან მკაცრი გაფრთხილება და გზავნილი მიღებულია. ამასთან დაკავშირებით უნდა ვიყოთ გულწრფელები და ადეკვატურები. საზოგადოებაში არსებობს გამოწვევები, რომელსაც ადეკვატური პასუხი უნდა გაეცეს. უფრო სწრაფი დინამიკაა საჭირო მოსახლეობის სოციალური პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, ეს არის მთავარი პრობლემა დღეს საქართველოში, დღეს ძალიან ბევრ ადამიანს ისევ ძალიან უჭირს. ამ პრობლემას მეტი დინამიკა სჭირდება“-განაცხადა მდინარაძემ.

 

მისივე თქმით, ასევე პრობლემაა კომუნიკაციაც.


„ჩვენ ხშირად ვერ ვახერებთ იმის მიტანას საზოგადოების თითოეულ წევრამდე, რასაც ვაკეთებთ.


ამასობაში არის ძალიან ბევრი საქმე რასაც, სწორი მენეჯმენტი, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გუნდში ცვლილებებით,  პარტიაში გარკვეულწილად გადახალისებით და კომუნიკაციის სწორი სტრატეგიით, ამ პრობლემებს უნდა გავუმკლავდეთ. მთავარია ერთი რამ, რომ მეორე ტურში ჩვენ ვართ ვალდებულები, რომ ჩვენმა მხარდაჭერილმა კანდიდატმა გაიმარჯვოს, იმის გამო რომ საქართველოში აღარასდროს დაბრუნდეს ბოროტება.

მე ვგულისხმობ პარტიაში მოსალოდნელ ცვლილებებს, რაც პარტიის თავმჯდომარემაც დაანონსა არჩევნებამდე, ბევრი ახალი სისხლი, ახალი სახეების გამოჩენა პარტიაში იქნებაძალიან კარგი, ეს ახალ ენერიას შეძენს პარტიას,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031