გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სონღულაშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს შეხვდა

26-02-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს შეხვდა.


გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას წლების განმავლობაში ეფექტიანი თანამშრომლობისთვის და ყურადღება ორგანიზაციის მხარდაჭერით სოფლის, სოფლის მეურნეობის განვითარების, ასევე გარემოსდაცვითი ხელშემწყობი პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა.


მინისტრმა საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV ფარგლებში მიმდინარე საკითხებზე, ასევე, ცხოველთა იდენტიფიკაციის, სურსათის უვნებლობის, ადრეული გაფრთხილების სისტემების, ჰაერის ხარისხის, ბიომრავალფეროვნების და სატყეო სექტორის მიმართულებებზე ისაუბრა.


როგორც დიდიე ტღებიუკმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით სამინისტროსთან თანამშრომლობა ეფექტიანი და წარმატებულია, შესაბამისად, მხარდაჭერა და კოორდინირებული მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.


შეხვედრას გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში დაგლას ვები, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოში წარმომადგენლის მოადგილე მამუკა მესხი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30