გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ევროპული საქართველო“ მეორე ტურში მხარს გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს

29-10-2018

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ევროპული საქართველო“ მხარს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს.

 

ბაქრაძემ დღეს, მეორე ტურის მოსამზადებლად ოპოზიციურ პარტიებს ერთობლივი საკორდინაციო შტაბის შექმნაც შესთავაზა.

 

„გუშინ, საპრეზიდენტო არჩევნებზე, ქართველმა ხალხმა და ამომრჩეველმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი ნება - უარი უთხრა სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას და იმ უკუსვლის გაგრძელებას, რომელიც ქვეყანას ივანიშვილის გუნდმა მოუტანა. ამიტომ, გუშინდელი არჩევნების შემდეგ, გაერთიანებული ოპოზიციის და მისი კანდიდატის და ასევე, თითოეული ოპოზიციური პარტიის ვალდებულებაა, ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე და ბოლომდე ავსახოთ ჩვენი ხალხის და ამომრჩევლის ნება უკვე მეორე ტურის შედეგებში. სწორედ ამიტომ, იცით რომ ჩვენ, მე და ჩემმა პოლიტიკურმა ძალამ გუშინ გავაკეთეთ განცხადება, რომ მიუხედავად ჩვენს შორის არსებული განსხვავებებისა, მეორე ტურში ჩვენ მხარს დავუჭერთ გრიგოლ ვაშაძეს და ჩვენს მხარდაჭერებს ანალოგიური მხარდაჭერისკენ მოვუწოდებთ.

 

ასევე, მე დღეს გამოვდივარ კონკრეტული ინიციატივით, რომ მეორე ტურის უკეთ მოსამზადებლად შეიქმნას ოპოზიციური პარტიების მეორე ტურის ერთობლივი საკორდინაციო შტაბი, სადაც ყველა ერთად ვიმუშავებთ კოორდირებულად მეორე ტურის მომზადებისა და გამარჯვებისთვის,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მანვე, საკოორდინაციო შტაბთან შესაერთებლად პრეზიდენტობის სხვა ყოფილ კანდიდატებს და პროდასავლურ პარტიებსაც მოუწოდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031