29-10-2018
„შენების მოძრაობის“, ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ის და მისი პოლიტიკური ძალა მხარს არც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს და არც მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს.
„სამწუხაროდ, არც ვაშაძე-სააკაშვილი და არც ზურაბიშვილ-ივანიშვილი-ფარცხალაძე არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ რომელიმე მათგანს მეორე ტურში პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვუცხადო. მართალია ამის თაობაზე გავრცელდა ინფორმაცია „რუსთავი2“-ის ეთერიდან, თუმცა ამ შემთხვევაში სიცრუის ტელევიზიასთან ნამდვილად არ გვქონია საქმე, ჟურნალისტს აშკარად შეეშალა, ჩემი გვარი ახსენა სხვა პარტიების ჩამონათვალში.
ჩემი პოლიტიკური მხარდაჭერა ამ არჩევნებში ვერცერთ კანდიდატს ვერ ექნება, ვინაიდან მე ვერცერთ მათგანში საზოგადოების გამაერთიანებლის პოტენციალს, ხოლო მათ პოლიტიკურ გუნდებში იმ გუნდებს ვერ ვხედავ, რომელსაც საქართველოს მომავალს ვანდობდი,“ -განაცხადა უსუფაშვილმა.