29-10-2018
მიმდინარე წლის 7-8 ნოემბერს, პირველად საქართველოში, „ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის“ (OIV) უმაღლესი პატრონაჟით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ევრაზიის კონტინენტის ქვეყნების საერთაშორისო დეგუსტაცია-კონკურსი "საქართველო - ღვინის სამშობლო" გაიმართება.
კონკურსის ჟიურის წევრებად მოწვეულნი არიან მეღვინეობის მოწინავე ქვეყნების 20 ავტორიტეტული დეგუსტატორი, მათ შორის, „ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის“ პრეზიდენტი ჟან-მარი ორანი (Jean-Marie Aurand). ასევე, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების თემაზე მომუშავე ჟურნალისტები ევროპის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან და სამხრეთ კორეადან.
9 ნოემბერს საქართველოს უძველესი მეღვინეობის ადგილ-მამულში "შატო ზეგაანი", დასახელდება დეგუსტაცია-კონკურსში გამარჯვებული ღვინოები და სპირტიანი სასმელები, სადაც გაიმართება დეგუსტაცია-კონკურსის საზეიმო დახურვა.
კონკურსი გაიმართება „ბიოლი“-ს სამედიცინო ველნეს-კურორტის ტერიტორიაზე. კონკურსის ორგანიზატორია „საქართველოს ენოლოგთა კავშირი“, თანაორგანიზატორი „ღვინის მაღაზია რეზერვი“, მხარდამჭერები: ღვინის ეროვნული სააგენტო, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია და ასოციაცია „ქართული ღვინო“. საკონკურსო ნიმუშების მიღება და შენახვა, ყველა ნორმის დაცვით, უზრუნველყოფილი იქნება „ღვინის მაღაზია რეზერვი“-ს მიერ.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ ეწვიონ ვებ-საიტს www.eawsc.com, ან დარეკონ ნომერზე +995 595 225552.
მონაწილეების რეგისტრაცია 31 ოქტომბრამდე, ნიმუშების მიღება - 3 ნოემბრამდე გრძელდება.