29-10-2018
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ჩიქოვანის ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას აწარმოებს, რის გამოც დღეიდან 11 ნოემბრის ჩათვლით ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან ტეხურას ქუჩის კვეთამდე მოძრაობა გადაიკეტება.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში N38 და N64 მიკროავტობუსები მოძრაობას ტეხურასა და ჩიქოვანის ქუჩების გადაკვეთაზე დაასრულებენ.