გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
  მიხეილ სააკაშვილი: უკრაინის ხელისუფლება  ჩემი დეპორტაციის მიზნით სასამართლო პროცესებს აჩქარებს

18-01-2018


 

„ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება მისი დეპორტაციის საკითხს აჩქარებს. ამის შესახებ მან ერთ-ერთ მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

მისივე თქმით, ხელისუფლების მიზანია, რომ მომდევნო კვირაში მას უკვე ქვეყანაში კანონიერად გაჩერების უფლება აღარ ჰქონდეს.

 

"უკრაინის ხელისუფლება აჩქარებს სასამართლო პროცესებს ჩემი დეპორტაციის მიზნით. მე მქონდა 30 დღე იმისთვის, რომ სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება გამესაჩივრებინა. თუმცა, სასამართლოს თავად საემიგრაციო სამსახურმა მიმართა და მის მიერ მოგებული საქმე თავად გაასაჩივრა. ეს მხოლოდ იმისთვის ხდება, რომ სასამართლო პროცესი ორშაბათს ჩატარდეს, უკვე სამშაბათს კი, მე აღარ მქონდეს არცერთი დოკუმენტი იმისთვის, რომ უკრანაში კანონიერად ვმყოფებოდე," განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031