გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ზაალ ანჯაფარიძე: ის დამოკიდებულება, რაც ევროკავშირს და მის ევრობიუროკრატიას ამჟამად აქვს საქართველოს მიმართ, ანალიტიკურ წრეებში მოხსენიებულია როგორც „იძულების დიპლომატია“

5-03-2025

სამწუხაროდ, ევროკავშირი საქართველოს მიმართ იქცევა ისე, როგორც ქუჩის ფიზიკურად ძლიერი ბიჭი, იმავე ქუჩის სუსტი ბიჭის მიმართ, მას უნდა რომ ეს სუსტი ბიჭი დააშინოს, დააჩმოროს, და დაიმორჩილოს, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.


მანვე აღნიშნა, რომ სუსტმა იცის რომ ძლიერს თავად ვერ მოერევა, თუმცა, შეუძლია იმ ქუჩის მიღმა იპოვოს სხვა ძლიერი მეგობრები, რომლებიც დაიცავენ და მის მჩაგვრელსაც ყურს აუწევენ.


„ის დამოკიდებულება რაც ევროკავშირს და მის ევრობიუროკრატიას ამჟამად აქვს საქართველოს მიმართ, ანალიტიკურ წრეებში მოხსენიებულია როგორც „იძულების დიპლომატია“, ანუ შენთვის სასურველი რაღაცების გაკეთების იძულება ძალით, ზეწოლით.


სამწუხაროდ, ევროკავშირი საქართველოს მიმართ იქცევა ისე, როგორც ქუჩის ფიზიკურად ძლიერი ბიჭი, იმავე ქუჩის სუსტი ბიჭის მიმართ, მას უნდა რომ ეს სუსტი ბიჭი დააშინოს, დააჩმოროს, და დაიმორჩილოს.


სუსტმა იცის რომ ძლიერს თავად ვერ მოერევა. თუმცა, შეუძლია იმ ქუჩის მიღმა იპოვოს სხვა ძლიერი მეგობრები, რომლებიც დაიცავენ და მის მჩაგვრელსაც ყურს აუწევენ“, - წერს ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30