გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრომეთეა ვოიაჟი: ITB ბერლინის გამოფენა კარგი საშუალებაა პარტნიორებს გავაცნოთ საქართველოს ტურისტული პოტენციალი

6-03-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია მსოფლიოში ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენაზე ეროვნული სტენდით წარდგა. ITB Berlin-ის გამოფენას ესწრებიან კერძო სექტორის წარმომადგენლებიც. გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს პრომეთეა ვოიაჟის წარმომადგენელი მარიამ პაპუნაშვილი.


„ეს გახლავთ ერთ-ერთი მსხვილი საერთაშორისო გამოფენა. აქ ვართ იმისთვის, რომ წარვადგინოთ საქართველო, როგორც ტურისტული სამოგზაურო მიმართულება. საშუალება გვაქვს შევხვდეთ უცხოელ კოლეგებს. ITB ბერლინის გამოფენა  ძალიან კარგი საშუალებაა პირადად გავიცნოთ ჩვენი პარტნიორები თუ მომავალი პოტენციური პარტნიორები, გავაცნოთ მათ საქართველოს ტურისტული და კულტურული პოტენციალი, ასევე სათავგადასავლო მიმართულება, რაც ბოლო პერიოდში ძალიან ტენდენციურია და საინტერესოა მათთვის.  იმედი გვაქვს, დიდი დაინტერესება იქნება გერმანიიდან და არა მხოლოდ გერმანიიდან, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებიდან“-აცხადებს მარიამ პაპუნაშვილი.   

 

ITB Berlin-ზე 190 ქვეყანაა წარდგენილი, გამოფენას 100 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. ITB Berlin-ის გამოფენაში 5600 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31