გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: NGO-ების აშშ-ში გაუქმების მოთხოვნა მხოლოდ ილონ მასკის ახირება არაა, რადგან ულტრამამარცხენე ფლანგიდან დასპონსორებული სტრუქტურები ემსახურებიან მათ პატრონებს და არა საზოგადოების ინტერესებს

9-03-2025

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაზე შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის გამოხმაურებას აფასებს, რომელსაც შესანიშნავ იდეად მიაჩნია, რომ „არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმებით ამერიკელების პრობლემების 70 პროცენტი მოგვარდება“.


აბაშიძის თქმით, რთული წარმოსადგენი არაა, რომ გლობალისტური, სოროსისტული ძალების მიერ დაფინანსებულმა არასამთავრობოებმა ბევრი დისკომფორტი შეუქმნეს ამერიკელებს და არა მხოლოდ მათ.


მისივე თქმით, “ჩვენს შემთხვევაში, "დიფ სთეითისა" და მისი განშტოებებით მართულმა რამდენიმე ათეულმა NGO-მ მთლიანად წაბილწა სამოქალაქო საზოგადოების არსი დემოკრატიის განმტკიცების შეუქცევად გზაზე მდგარ საქართველოში”.


„რთული წარმოსადგენი არაა, რომ გლობალისტური, სოროსისტული ძალების მიერ დაფინანსებულმა არასამთავრობოებმა ბევრი დისკომფორტი შეუქმნეს ამერიკელებს და არა მხოლოდ მათ.


NGO-ების აშშ-ში გაუქმების მოთხოვნა მხოლოდ ილონ მასკის ახირება არაა, რადგან ულტრამამარცხენე ფლანგიდან დასპონსორებული სტრუქტურები ემსახურებიან მათ პატრონებს და არა საზოგადოების ინტერესებს.


ჩვენს შემთხვევაში კი, "დიფ სთეითისა" და მისი განშტოებებით მართულმა რამდენიმე ათეულმა NGO-მ მთლიანად წაბილწა სამოქალაქო საზოგადოების არსი დემოკრატიის განმტკიცების შეუქცევად გზაზე მდგარ საქართველოში“, - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031