გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ბაკურიანი 2025"-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის რეალიზაცია 10:00 საათიდან დაიწყება

10-03-2025

საქართველოს ეროვნული ბანკი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „ბაკურიანი 2025“ თემაზე საკოლექციო დანიშნულების მონეტის რეალიზაციას იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ერონული ბანკი ავრცელებს.

"მონეტების რეალიზაცია 2025 წლის 10 მარტს 10:00 საათიდან ელექტრონული პლატფორმის - www.tkt.ge და საქართველოს ეროვნული ბანკის სალაროებიდან მოხდება შემდეგი პირობებით:

- www.tkt.ge პლატფორმაზე მონეტების შეძენა რეალიზაციის დაწყებიდან პირველი 3 დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. Tkt.ge=ის პლატფორმიდან მონეტის შეძენის შემთხვევაში სარეალიზაციო ღირებულებას დაემატება:

- მიწოდების ღირებულება - თბილისის შემთხვევაში 7 ლარი, რეგიონების შემთხვევაში 20 ლარი;

- დაზღვევის ღირებულება - მონეტის სარეალიზაციო ფასის 0.4% (0.44 ლარი);

- ვებგვერდის მომსახურების საკომისიო - მონეტის სარეალიზაციო ფასის 6% (6.60 ლარი).

მონეტის შეძენასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე საკონტაქტო ინფორმაცია: ელ. ფოსტა: support@tkt.ge, ტელ: 032 2 19 55 77.

- ეროვნული ბანკის საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებიდან მონეტის შეძენა შესაძლებელი იქნება შემდეგ მისამართებზე:

საკასო ცენტრი - მისამართი: ქ. თბილისი, იასონ ლორთქიფანიძის ქ. 2 (კახეთის გზატკეცილი 72), სამუშაო საათები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-17:00, შესვენება 13:00-14:00;

ყვარლის ფულის მუზეუმი - მისამართი: ქ. ყვარელი, შოთა რუსთაველის ქ. 10, სამუშაო საათები ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით 10:00-17:00, შესვენება 13:00-14:00;

სალაროში მონეტის შესაძენად მომხმარებელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი.

- 2025 წლის 13 მარტიდან, მონეტის სარეალიზაციო მარაგის არსებობის შემთვევაში, მისი რეალიზაცია სალაროების პარალელურად, გაგრძელდება სებ-ის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიიდანაც https://moneymuseum.nbg.gov.ge/

იმისათვის, რომ მონეტის შეძენა შეძლოს მაქსიმალურად ბევრმა დაინტერესებულმა პირმა, რეალიზაციის დაწყებიდან პირველი 5 დღის განმავლობაში მონეტა ლიმიტირებულად გაიყიდება, ერთ მომხმარებელს შეეძლება შეიძინოს მხოლოდ ერთი ცალი მონეტა. შეზღუდვა ვრცელდება ყველა ოფიციალურ სარეალიზაციო არხზე ერთობლივად და ეროვნული ბანკი თითო მომხმარებელზე გასცემს მის მიერ ამ პერიოდში შეძენილ მხოლოდ ერთ ცალ მონეტას.

მონეტის სარეალიზაციო ფასი 110 ლარია.

მონეტის დიზაინის ესკიზი „ბაკურიანი 2025“ საორგანიზაციო კომიტეტთან თანამშრომლობით მომზადდა, ხოლო მონეტები პოლონეთის ზარაფხანაში 5,000-იანი ტირაჟით მოიჭრა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მონეტის დეტალური აღწერა

TKT.GE მეშვეობით მონეტის შეძენისას გასათვალისწინებელი ინფორმაცია

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31