გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივნისი 17, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე სააკაშვილის ბრალდების საქმეზე „რადიო თავისუფლების“ შეცვლილ რიტორიკაზე: დანაშაული, რომელიც 2014 წელს ელიტური კორუფცია იყო და 2025-ში „პიჯაკების საქმე” გახდა

12-03-2025

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით, „რადიო თავისუფლების“ მიერ 2014 და 2025 წელს არსებულ განსხვავებულ რიტორიკას აფასებს.


მდინარაძის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ 2014 წელს ექსპრეზიდენტისთვის წარდგენილი ბრალი ელიტური კორუფცია იყო „რადიო თავისუფლებისთვისაც“, თუმცა, იგივე საქმე 2025-ში „პიჯაკების საქმე“ გახდა, რაც „დიფ სთეითის“ მორიგი დავალებაა აგენტის მხარდასაჭერად.


„დანაშაული, რომელიც 2014 წელს ელიტური კორუფცია იყო და 2025-ში „პიჯაკების საქმე“ გახდა. სინამდვილეში „დიფ სთეითის“ მორიგი დავალება აგენტის მხარდასაჭერად! „რადიო თავისუფლება“ ერთ-ერთი შემსრულებელია მრავალთა შორის…“,  - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. მას აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30