გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივნისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ედიშერ გვენეტაძე: რასაც ქუჩებში გაჰყვირიან მიშა სააკაშვილის მომხრეები - „არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა“ - აღსრულდა, მათ ბელადს 9-მილიონიანი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისათვის სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

12-03-2025

პოლიტოლოგი, ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.


ექსპერტის თქმით, დიდი ალბათობით, მიშასავე ბიუჯეტიდან მოპარული ფულებით დაფინანსებული ევრობიუროკრატი მექრთამე-ლობისტებისაგან წამოვა ახლა საპროტესტო ფირმანები ლოზუნგით: „გაათავისუფლეთ დემოკრატიის მზეთუნახავი შუქურაო“.


„რასაც აგერ ნოემბრიდან მოყოლებული ქუჩებში გაჰყვირიან მიშა სააკაშვილის მომხრეები: არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა“ - აღსრულდა. მათ ბელადს 9-მილიონიანი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისათვის თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. დიდი ალბათობით, მიშასავე ბიუჯეტიდან მოპარული ფულებით დაფინანსებული ევრობიუროკრატი მექრთამე-ლობისტებისაგან წამოვა ახლა საპროტესტო ფირმანები ლოზუნგით: „გაათავისუფლეთ დემოკრატიის მზეთუნახავი შუქურაო“. მაგრამ პასუხი მტკიცე და შეუვალი აქვს ქართულ თემიდას. ვინაიდან თავად მიშასვე მომხრეების მოთხოვნის: „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“ აღსრულება მიმდინარეობს კანონის სრული დაცვით. მართლაც, ძვირი დაუჯდა ყოფილ პრეზიდენტს პრეზიდენტობისას დოქტორ დოტთან, ქსენიასთან, ლიზასთან, სოფოსთან...ბიუჯეტის ხარჯებით გრიალ-სიამოვნება, როგორც ფულადი თანხებით, ისე სამართლებრივად“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30