30-10-2018
საპარლამენტო უმრაველობის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ის ისურვებდა, რომ მმართველი პარტიისაგან მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტების მიმართ კომუნიკაციის სწორი ფორმა შეერჩია და მათ მიმართ პატივისცემა გამოეჩინა.
„მე ვისურვებდი, რომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ კომუნიკაციის სწორი ფორმა იყოს შერჩეული და უფრო მეტი პატივისცემა თქვენს მიმართ,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.