გაიგე განსხვავებული

შაბათი, მაისი 31, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13-03-2025

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ლევან გამყრელიძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე - რექტორმა თამარ წერეთელმა.


ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება სტუდენტებისა და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებასთან და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებასთან დაკავშირებული ერთობლივი ღონისძიებები. აღნიშნული, საავტომობილო დარგში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, სტუდენტების განვითარებისთვის მჭიდრო სამეცნიერო - პედაგოგიურ და პრაქტიკულ თანამშრომლობას, ასევე დარგში კვალიფიციური პერსონალის დაკომპლექტებას უზრუნველყოფს.


შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სასერთიფიკატო პროგრამებზე, რაც საავტომობილო დარგში დასაქმებულთა სატესტო/საგამოცდო პროგრამების შემუშავებასა და სამეცნიერო საბჭოებზე დამტკიცების პროცედურების წარმართვას გულისხმობს. მხარეებმა ასევე განიხილეს საგზაო უსაფრთხოების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიების იმპლემენტაციისას ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, სამუშაო ჯგუფებსა თუ კომისიებში ჩართულობის შესაძლებლობებიც.


ლევან გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება მნიშვნელოვანია როგორც სააგენტოსთვის, რადგან საავტომობილო დარგი ახალი, კვალიფიციური ადამიანური რესურსით შეივსება, ასევე უნივერსიტეტის შესაბამისი საგანმანათლებლო ერთეულების - ამ შემთხვევაში სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებისთის, რომლებიც შეძლებენ ახალი პროფესიების დაუფლებას და შემდგომში დასაქმებას.


ღონისძიებას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს და სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის საავტომობილო ტრანსპორტის და ლოგისტიკის პროგრამის პროფესორ- მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031