გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, მარტი 26, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ გორდულაძე: მარიხუანასთან და კანაფთან დაკავშირებით მიდგომა ვერ იქნება ისეთი, როგორიც არის მაგალითად, კოკაინთან, განსხვავებული უნდა იყოს

14-03-2025

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში, სადაც ანტინარკოტიკულ რეფორმასთან დაკავშირებით საკითხები განიხილება, მარიხუანასთან და კანაფთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „მიდგომა ვერ იქნება ისეთი, როგორიც არის მაგალითად, კოკაინთან დაკავშირებული“.


ასევე გორდულაძე აღნიშნავს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა მორჩეს.


„ჩვენი მიდგომა არის, რომ ერთი მხრივ, უმკაცრესი ბრძოლა უნდა იყოს გამოცხადებული ნარკორეალიზატორებთან დაკავშირებით, ამავდროულად, სხვა საშუალებები უნდა არსებობდეს ნარკოდამოკიდებულებებზე. განსაკუთრებით მარიხუანასთან და კანაფთან დაკავშირებით ერთი რამ არის, რომ რა თქმა უნდა, მიდგომა ვერ იქნება ისეთი, როგორიც არის მაგალითად, კოკაინთან დაკავშირებული. განსხვავებული უნდა იყოს მარიხუანასთან და კანაფთან. ამაზე საერთოდ ლაპარაკიც არ შეიძლება და სპეკულაციებს თავი დაანებონ. ერთხელ მაინც შეძლონ, რომ როდესაც ქვეყნისთვის და მომავლისთვის საჭირო და აუცილებელი გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოს ლეგიტიმურ პარლამენტში, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტში ხალხისთვის განკუთვნილი ცვლილებები ერთხელ მაინც საკუთარ თავს გადააბიჯონ, აიძულონ და არ დაიწყონ ისეთი ბინძური პროვოკაციები და ამორალური ქმედებები, რომელსაც ვხედავთ ხოლმე“-განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31