18-03-2025
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ერთი წლის წინ ძიუდოს ჯგუფი (მწვრთნელი ბექა მიქუტიშვილი) გაიხსნა.
მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, სოფელ ხოვლეს მკვიდრ - ძიუდოში ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონთან, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტთან უშანგი ყურაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ბავშვებს ვარჯიშის დროს ესტუმრა.
უშანგი ყურაშვილმა გასულ წელს პატარა მოჭიდავეები კიმონოებით, სამბოს ჩოხებით და სავარჯიშო სპორტული ინვენტარით დაასაჩუქრა.
მეცენატმა ქველმოქმედება ტრადიციად აქცია და ჯგუფს ამჯერად საჩუქრად ტატამი გადასცა და სამომავლო დაპირებებიც გასცა.
ვახტანგ მაისურაძემ, მწვრთნელმა ბექა მიქუტიშვილმა და მშობლებმა უშანგი ყურაშვილს მადლობა გადაუხადეს უანგარო ქველმოქმედების და ბავშვებში მოტივაციის ამაღლებისათვის, რომელიც მათ წარმატებების მიღწევაში დაეხმარება.
10-03-2025