30-10-2018
თბილისის ნაწილს ხვალ ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კერძოდ, შეზღუდვა შემდეგ რაიონებს შეეხება:
ვაკის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ათონელის, თაბუკაშვილის, ჯორჯიაშვილის, ჭანტურიას, ფხოვის, ხიდის, ხაზინის და 9 აპრილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბესაძის, დადიანის და კოტე აფხაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს (ნაწილობრივ), კოსმონავტების სანაპიროს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს (ნაწილობრივ), დიღმის მასივის VI კვარტლის და ხოშარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანი-დიღომის შემაერთებელი გზის, გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების, ანგია ბოჭორიშვილის, ომარ ხიზანიშვილის, გამარჯვების, ილია ვეკუას, ფეიქართა, შეშელიძის და წყალსადენის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის და ზესტაფონის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორიონის II კვარტლის, დოესის და ზურაბაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.