გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ექსკლუზივი
„სამუშაო სიღარიბის დონე“ საქართველოში ორ წელიწადში განახევრდა და ახალ ისტორიულ მინიმუმზეა

18-03-2025

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) „სამუშაო სიღარიბის“ ინდექსი გამოაქვეყნა. ინდექსი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მაჩვენებელია და გამოხატავს  სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი დასაქმებულების რაოდენობას. ILO-ს შეფასებით, საქართველოში 2024 წელს დასაქმებულთა შორის  სიღარიბის საერთაშორისო  ზღვარს მიღმა მყოფი პირების დონე ახალ ისტორიულ მინიმუმადე შემცირდა და  1,7%-ს გაუთანაბრდა. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით საქართველოში 2 წელიწადში სამუშაო სიღარიბე ორჯერ შემცირდა, ხოლო 12 წელიწადში, ანუ  2012 წელთან შედარებით თითქმის 5-ჯერ (4,7-ჯერ).

 

ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მაჩვენებლები 2000 წლიდან 2024 წლის ჩათვლით.

 

ირკვევა, რომ საქართველოში სამუშაო სიღარიბის მკვეთრი შემცირება 2012 წლიდან დაიწყო. 2000-2003 წლებში სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა საშუალოდ იყო  დასაქმებულთა  11 %,  ვითარება პრაქტიკულად არ შეცვლილა 2004-2012 წლებში, რა დროსაც 10%-ი ანუ საშუალოდ ყოველი მეათე დასაქმებული სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა იყო. 

 

სიტუაცია არსებითად შეიცვალა 2013-2024 წლებში. ამ პერიოდში სამუშაო სიღარიბის დონე საქართველოში საშუალოდ 3,3%-ს გაუთანაბრდა და შესაბამისად სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა საშუალოდ ყოველი ოცდამეათე დასაქმებული იყო.  ბოლო, ანუ 2024 წლის მონაცემებით სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა საშუალოდ  ყოველი 59-ე  დასაქმებული პირია, ანუ  1,7%-ი, რაც საქართველოს ახალი ისტორიული მინიმუმია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30