გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი ჩეხეთის საელჩოს პასუხზე: მე არ ვარ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელიო. თუ სახელმწიფოს არ წარმოადგენს საქართველოში, აბა რას წარმოადგენს?!

18-03-2025

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი, ჩეხეთის პარლამენტის კომიტეტის რეზოლუციას ეხმიანება, რომელიც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას ეხებოდა.


მაჭარაშვილის განცხადებით, ჩეხეთი ჩაერია არა მხოლოდ ქართულ პოლიტიკაში, არამედ, საზოგადოების გადასაწყვეტი საქმე გადაწყვიტა მათმა საკანონმდებლო ორგანომ და ამან მინიმუმ ისეთ მდგომარეობაში ჩააყენა მათი ელჩი საქართველოში, რომ პასუხიც კი ვერ გასცეს კითხვაზე, იყო თუ არა ეს ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში.


„ჩაერია არა მხოლოდ ქართულ პოლიტიკაში, არამედ, საზოგადოების გადასაწყვეტი საქმე გადაწყვიტა ჩეხეთის საკანონმდებლო ორგანომ და ამან მინიმუმ ისეთ მდგომარეობაში ჩააყენა ჩეხეთის ელჩი საქართველოში, რომ პასუხიც კი ვერ გასცეს კითხვაზე, იყო თუ არა ეს ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში და აბსურდული პასუხი თქვა ელჩმა, წარმოიდგინეთ - მე არ ვარ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელიო. აბა ვინ არის, რას წარმოადგენს ჩეხეთის ელჩი?! თუ, სახელმწიფოს არ წარმოადგენს საქართველოში, აბა რას წარმოადგენს?! ასეთ აბსურდულ პასუხს, რომ დაწერს ელჩი და ასეთ მდგომარეობაშიჩააგდებს საკუთარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო, აი ეს არის მტკიცებულება, ზუსტად, ასე მუშაობს დიფ სთეითი,“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31