გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, მაისი 20, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის სოფელ სასირეთთან მისასვლელ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარეობს

20-03-2025

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ  სასირეთთან მისასვლელ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარეობს.


პროექტს შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1 ახორციელებს, რომელმაც  1 657 გრძივ მეტრ გზაზე ასფალტ/ბეტონის საფარის პირველი ფენის მოწყობის სამუშაო უკვე განახორციელა.


სამუშაო პროცესი  მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ მერის პირველ მოადგილესთან დავით ქისიშვილთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.


პროექტი რეგიონის განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.


სოფელში მისასვლელი გზის კეთილმოწყობა მნიშვნელოვანია, რამდენადაც სოფელში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი მდებარეობს, რომელსაც მრავალი ვიზიტორი ჰყავს.


კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურა ადგილობრივების და ვიზიტორების კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031