18-01-2018
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ”ქართული ოცნება”– 31% დგას.
მოსახლეობის 30% კი მიიჩნევს, რომ მასთან ახლოს არცერთი პარტია არაა. დანარჩენი პასუხები ასე გადანაწილდა: უარი პასუხზე - 12%, ”ნაციონალური მოძრაობა”- 10%, არ ვიცი - 5%, ”ევროპული საქართველო”- 4%, ”პატრიოტთა ალიანსი”- 3%.
აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 29 ნოემბერი - 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
18-12-2024