გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ დამარცხების კიდევ უფრო მეტი სტიმული გაჩნდა

30-10-2018

„ქალბატონი სალომეს დღევანდელ გამოსვლაში მე წავიკითხე შემდეგი გზავნილი - ღალატის სხვაზე გადამბრალებელი მოღალატეები ქვეყნის ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდებიან, ამიტომ მეორე ტურში იქნება ბრძოლა, რომელმა ბრძოლამაც თავისი შედეგით უნდა უზრუნველყოს ქვეყნის წინსვლა, გამთლიანება, გაძლიერება, გრძელვადიან პერსპექტივაში დემოკრატიის განვითარება“ - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.


მისი თქმით, ამ პათოსიდან გამომდინარე „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე ტურში დამარცხების უფრო მეტი სტიმული გაჩნდა.


„ჩვენ კიდევ ერთხელ მეტი სტიმული მოგვეცა იმისთვის, რომ მეორე ტურში დავამარცხოთ „ნაციონალური მოძრაობა.“ ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრეთ და ვიდრე არჩევნების პირველი ტური დამთავრდებოდა, პარტიის ხელმძღვანელმაც ილაპარაკა იმაზე, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ გუნდში დამატებით ახალი სახეები გაჩნდებიან. გუნდის გადახალისება არასდროს არის ცუდი, ახალი ენერგია, ახალი სისხლი ყოველთვის ძალიან ამართლებს, ასევე გაუმჯობესებული ვერტიკალი, გაუმჯობესებული მენეჯმენტი, ახალი გეგმები განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით ეს არის სამთავრობო დონეზე, რომ ეკონომიკური გუნდი დგას დიდი გამოწვევების წინაშე, საქართველოს მოქალაქეებს ძირითადად რეალურად აწუხებთ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, ამ პრობლემებზე სწორება, მათზე ორიენტირება და სწორი მენეჯმენტი ამ მიმართულებითაც არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქართული ოცნების, ეს გზავნილი მიღებულია და ჩვენ ამ გამოწვევებზე ადეკვატურად ვუპასუხებთ. ჩვენ გვაქვს უამრავი მონაცემი, რომლითაც ქვეყანა მიდის წინ, დინამიკა არის დადებითი, მაგრამ დინამიკა უნდა გაძლიერდეს იმ მიმართულებით, რომელზეც საზოგადოება რეაგირებს“ - განაცხადა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031