გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აგვისტო 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისი ტექსკოლის რეგისტრაციების დასრულებამდე სულ ცოტა დრო რჩება

21-03-2025

თუ ხარ 9-12 კლასის მოსწავლე და შენთვის ახლის შემეცნება, განვითარება და ტექნოლოგიური სამყაროს მწვერვალების მიღწევა პრიორიტეტია, მაშინ 24 მარტის ჩათვლით დარეგისტრირდი თიბისი ტექსკოლის უფასო კურსებზე.


თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელები, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, სრული დაფინანსებითა და ონლაინ კურსებით შეისწავლიან თანამედროვე სამყაროში ყველაზე პოპულარულ ტექნოლოგიურ მიმართულებებს.


ტექსკოლაში თიბისის გუნდის წევრები, სფეროს სხვა წამყვან სპეციალისტებთან ერთად, სკოლის მოსწავლეებს, შეასწავლიან - ვებგვერდების აწყობას (Front End: HTML, CSS) და მათ პროგრამირებას (Back End – Python), მობილური აპლიკაციების შექმნას, UI/UX დიზაინს, გრაფიკულ დიზაინს და ციფრულ მარკეტინგსა.


ახალი თაობისთვის განათლების უნიკალური შესაძლებლობების გაჩენა და მათთვის კარიერულ აღმოჩენებში ხელშეწყობა თიბისისთვის პრიორიტეტია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031