30-10-2018
„ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ვაშაძე და რუსეთი არ მოვიდეს ხელისუფლებაში. მოტივაცია ძალიან გაზრდილია და თქვენ შესაბამის შედეგებს ძალიან მალე ნახავთ“ - ასე შეაფასა უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება იყო დროული, პათოსი კი მისასალმებელი.
„მთელი დღის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტული მანქანა ავრცელებდა ჭორებს, თითქოს სალომე ზურაბიშვილი არ აპირებდა არჩევნებში მონაწილეობის გაგრძელებას. ასეთი აზრის დაშვების შემთხვევაში, ისინი კომიკურ მდგომარეობაში იყენებენ საკუთარ თავს. რა თქმა უნდა ბრძოლა გაგრძელდება, მეტსაც გეტყვით, მოტივაცია ჩემთვის პირადად და ჩვენი გუნდისთვის არის გაათმაგებული. ის სასიხარულო ეიფორია, რომელიც მათ სახეებზე იკითხება ძალიან მალე გაუვლით“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.