გაიგე განსხვავებული

შაბათი, მარტი 29, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულმა წვევამდელებმა საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის გავლა დაიწყეს

22-03-2025

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8-თვიანი ვადით გაწვეულმა და ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა პირებმა ახალქალაქში, ზაზა ფერაძის სახელობის საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრში სამხედრო მომზადების გავლა დაიწყეს. პირველ ეტაპზე საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს გაივლიან ის წვევამდელები, რომელთა გაწვევა თბილისის, შიდა ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, აჭარისა და ქვემო ქართლის რეგიონების, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამეგრელოსა და აჭარის რეგიონული ცენტრებისა და მუნიციპალური განყოფილებების წარმომადგენლებმა უზრუნველყვეს. გაწვევის მიმდინარე ეტაპზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8-თვიანი ვადით გაწვეულ პირთა რაოდენობით თავდაცვის ძალების მიერ მოთხოვნილი კვოტა  სრულად დაკმაყოფილდა.

 

ახალქალაქის ქვედანაყოფში შესვლის პირველ დღეს წვევამდელებს  ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი, დაურიგდათ აღჭურვილობა და განთავსდნენ ყაზარმებში, სადაც 8-კვირიანი კურსის განმავლობაში იცხოვრებენ. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში წვევამდელები საცეცხლე, სამედიცინო, საინჟინრო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას, ასევე კავშირგაბმულობისა და ტოპოგრაფიის საკითხებს გაივლიან. სამხედრო ინსტუქტორები კურსის მონაწილეებს ფიზიკურად მოამზადებენ და სადისციპლინო წესდებებსაც გააცნობენ. კურსის დასრულების შემდეგ, წვევამდელები ფიცს დადებენ და ეროვნულ სამხედრო სამსახურში, ტერიტორიული პრინციპით, თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან.

 

8-თვიანი ვადით გაწვეული პირები საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფებში სამ დღეში ერთხელ იმსახურებენ და მათი დარიცხული ანაზღაურება თვეში 635 ლარი იქნება. ის პირები კი, რომლებიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირდნენ,  ხელფასზე 30%-იან დანამატს მიიღებენ. 

 

თავდაცვის ახალი კოდექსით 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია მხოლოდ თავდაცვის ძალებში. თავდაცვის ახალი კოდექსით სავალდებულო სამხედრო სამსახური სრულიად განახლდა და 2025 წლის 1 იანვრიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურით შეიცვალა, რომლის გავლაც მხოლოდ თავდაცვის ძალებშია შესაძლებელი. შესაბამისად, თავდაცვის ძალებში შეიქმნა სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო, რომელიც 8 რეგიონული ცენტრისა და 81 მუნიციპალური განყოფილების მეშვეობით, თავდაცვის ძალების რეგულარული და სარეზერვო სამხედრო სამსახურების შესაბამისი პერსონალით დაკომპლექტებისათვის საჭირო აღრიცხვიანობას, რეკრუტირებას და გაწვევის ღონისძიებებს ახორციელებს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31