გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აგვისტო 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის 2 მოქალაქე დააკავა

24-03-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქეები: 2004 წელს დაბადებული ე.ბ. და 1984 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებული პირების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია ელექტრო სასწორები.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031