18-01-2018
NDI-ს მიერ გამოკითხულთა უმეტესობა 73% მიიჩნევს, რომ დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პუშკინის ქუჩაზე არსებული 1900 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადასცა შპს თბილისი სითის, არასწორია.
რაც შეეხება შემდეგ პოზიციებს: გამოკითხულთა 19 %-ისთვის ეს გადაწყვეტილება მისაღებია, ხოლო 6%-მა არ იცის.
აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 29 ნოემბერი - 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
18-12-2024