31-10-2018
ამერიკული გამოცემის, «Atlantic Council»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გაანალიზებულია საპრეზიდენტო არჩევნების წინ საქართველოში შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაცია. განსაკუთრებით აქცენტი გადატანილია მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ საშინაოპოლიტიკურ კურსზე და იმ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რითაც ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნებამდე მივიდა.
საინფორმაციო პორტალი region.ge გთავაზობთ ლუის ნავაროს ავტორობით გამოქვეყნებული მასალის რეზიუმეს:
პუბლიკაციაში ვრცლადაა საუბარი „ქართული ოცნების“ მიერ დაშვებულ შეცდომებზე - ხაზგასმულია პროკურატურაში და საერთოდ, სამართალდამცველ სისტემაში არსებული ნაკლოვანებები (აღნიშნულია თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის გამო საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი) და სხვა მომენტები. სტატიაში დახასიათებულია ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მდგომარეობა 2013 წლის შემდეგ: მოცემულია მიზეზები, რამაც პარტიაში განხეთქილება გამოიწვია და მას რიგი აქტივისტები განუდგენენ („ევროპული საქართველოს“ სახით).
„არასწორი იქნებოდა 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები მხოლოდ იმ კუთხით განხილვა, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ან მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებისადმი სწრაფვაში გამოიხატება. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც [მოსახლეობის] ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნებისაგან“ დაღლას აჩვენებს“, - წერს ავტორი და ამ თვალსაზრისის დასადასტურებლად იმოწმებს მიმდინარე წლის დასაწყიში ჩატარებულ თბილისის მერის არჩევნების შედეგებს, როცა ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ ხმების 38% მიიღო, ანუ მაშინაც გამოჩნდა „ოცნებისაგან“ დაღლის“ სინდრომი.
ზოგადად, სტატიის ტენდენციის მიხედვით ავტორი უპირატესობას უფრო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“.
ავტორის შესახებ:
ლუის ნავარო - 2009-2014 წლებში საქართველოში აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის უფროსი დირექტორ-რეზიდენტი.