31-10-2018
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდისაგან მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი დიდი ანგარიშით გაიმარჯვებს.
ეს განცხადება მან ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„ჩვენ პირველი ტური მოვიგეთ. მინდა, ქალბატონ სალომეს პირველ ადგილზე გასვლა მივულოცო… ჩვენ გამარჯვებულები ვართ. რაც შეეხება მეორე ტურს, ველოდებით ცესკოს გადაწყვეტილებას, თუ როდის დაინიშნება არჩევნების მეორე ტური. ქართველ ხალხთან ერთად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ძალიან დიდი ანგარიშით გავიმარჯვებთ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.