გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე ნინო ზაუტაშვილსა და ლაშა ტუღუშზე: საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა რომ კერძო ფონდიდან ხელფასები აიღეს, არავინ აპირებს რეაგირებას?!

28-03-2025

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა რომ კერძო ფონდიდან ხელფასები აიღეს, არავინ აპირებს რეაგირებას ამაზე?! - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას „საზმაუს მცველების“ ნინო ზაუტაშვილისა და ლაშა ტუღუშის უკანონო შემოსავლების შესახებ.


ქადაგიძე მიიჩნევს, რომ არხის მმართველობამ მკაფიო განცხადება უნდა გააკეთოს, აქვს თუ არა სამეურვეო საბჭოს წევრს უფლება, კერძო ფონდიდან ხელფასი აიღოს დ თუ არ აქვს, მაშინ ამ კანონდარღვევას რა პასუხი გაეცემა.


„საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა რომ კერძო ფონდიდან ხელფასები აიღეს, არავინ აპირებს რეაგირებას ამაზე?! იქნებ, არხის მმართველობამ, მკაფიო განმარტებები გააკეთოს - აქვს თუ არა სამეურვეო საბჭოს წევრს უფლება, კერძო ფონდებიდან ხელფასი აიღოს? თუ არ აქვს უფლება, რას აპირებთ ამ კანონდარღვევაზე? ცალკე პარადოქსი ის არის, რომ საბჭოს ეს წევრები(ზაუტაშვილი,ტუღუში) სოროსის ფონდიდან, ხელფასებს იღებენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის და ზოგადად, სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიებში!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031