გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, აგვისტო 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გრეტა წიწავა: „ნაცების“ პარლამენტმა 2008 წლის 10 აგვისტოს დაამტკიცა სააკაშვილის დოკუმენტი, რუსეთი საქართველოში 8 აგვისტოს შემოიჭრაო - ამ ყველაფრის ფონზე დღეს ამბობენ, ქართული ოცნება აბრალებს საქართველოს ომის დაწყებასო

30-03-2025

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების შესახებ რადიკალური ოპოზიციის შეფასებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ომიდან ორ თვეში ნაცებმა მხარი დაუჭირეს მოღალატეობრივ რეზოლუციას, სადაც ომის დაწყება აღიარეს. ამ ყველაფრის ფონზე დღეს ამბობენ, ქართული ოცნება აბრალებს საქართველოს ომის დაწყებასო“.


როგორც წიწავა აღნიშნავს, ეს ყველაფერი არის „ქვეყნის წინაშე დანაშაულის გადაფარვის და უტიფრობის პიკი“.


„მიშამ დამავალა ცეცხლის გახსნაო - თქვა ჯერ კიდევ უახლოეს წარსულში ნაცმოძრაობის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გენერალმა გოგავამ კომისიის სხდომაზე; ომიდან ორ თვეში ნაცებმა მხარი დაუჭირეს მოღალატეობრივ რეზოლუციას, სადაც ომის დაწყება აღიარეს.


პირველივე წუთებიდან მთელს მსოფლიოს აქედან იქით დაბომბვის კადრები აჩვენეს.


ნაცების პარლამენტმა 2008 წლის 10 აგვისტოს დაამტკიცა სააკაშვილის დოკუმენტი, რუსეთი საქართველოში 8 აგვისტოს შემოიჭრაო.

ამ ყველაფრის ფონზე დღეს ამბობენ, ქართული ოცნება აბრალებს საქართველოს ომის დაწყებასო.


ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გადაფარვის და უტიფრობის პიკი!!!“ - წერს გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031