გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, აპრილი 08, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან გიგინეიშვილი: როცა ლიბერალიზმი წყდება ჭეშმარიტებას, ლოგიკას, დიდ ტრადიციებს, რომელთა სიმართლე და ღირებულება საუკუნეების განმავლობაში გამოიცადა და დამტკიცდა, ლიბერალიზმი შეიძლება იქცეს ტირანიად

1-04-2025

პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა კონსერვატიულ პორტალ geo-first.com-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ლიბერალიზმზე ისაუბრა.


როგორც მან ინტერვიუში აღნიშნა, როცა ლიბერალიზმი წყდება ჭეშმარიტებას, ლოგიკას, დიდ ტრადიციებს, რომელთა სიმართლე და ღირებულება საუკუნეების განმავლობაში გამოიცადა და დამტკიცდა, ლიბერალიზმი შეიძლება იქცეს ტირანიად, უკონტროლო ნებისმიერობა - ტრაგედიად.


„ტრადიციული გაგებით, ანუ ჯონ ლოკის თუ ჯონ სტუარტ მილის, ან ვოლტერის, ან ჩვენი ილია ჭავჭავაძის გაგებით, ლიბერალიზმს მე მხარს ვუჭერ და არ მიმაჩნია, რომ მას ალტერნატივა აქვს. მაგრამ, როგორც ყველაფერი კარგის, ისე ლიბერალიზმის გაგება შეიძლება გარყვნა და დრაკონები შვა მისი სახელით.


ვფიქრობ, როცა ლიბერალიზმი წყდება ჭეშმარიტებას, ლოგიკას, დიდ ტრადიციებს, რომელთა სიმართლე და ღირებულება საუკუნეების განმავლობაში გამოიცადა და დამტკიცდა, ლიბერალიზმი შეიძლება იქცეს ტირანიად, უკონტროლო ნებისმიერობა - ტრაგედიად. ასევე, ჭეშმარიტი და ბუნების რადიკალურად უარმყოფელი ლიბერალიზმი შევიდეს გადაულახავ მსოფლმხედველობრივ და საკანონმდებლო ჩიხებში, რასაც ასე ხშირად ვაწყდებით დღეს.


მაგალითად, სქესის შეცვლის ნორმად გამოცხადებით და ამის ასეც დაკანონებით ვიღებთ სიტუაციას, როცა ქალების სპორტი საერთოდ შეიძლება გაუქმდეს, ან სიტუაციას, როცა მშობლებს უჩნდებათ სურვილი გამოიყვანონ სკოლიდან თავიანთი ქალიშვილები, რადგან მათ გასახდელებში უპრობლემოდ შედის ბიჭი, რომელიც იყენებს თავის კანონიერ უფლებას, თავს რაცხავდეს გოგოდ.


ასეთი იდიოტიზმები მხოლოდ გამძაფრდება უჭეშმარიტო და უტრადიციო ლიბერალიზმის გაფეტიშებისას. როგორც ყველაფერ ტყუილს და გადამეტებულს, ასეთ ლიბერალიზმს არ ექნება მომავალი, ჩემი თავმდაბალი აზრით, და ეს უმომავლობა მაწუხებს-მეთქი, რომ გითხრათ, დიდი ცრუპენტელობა იქნება ჩემი მხრიდან“, - აღნიშნა ლევან გიგინეიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930