გაიგე განსხვავებული

შაბათი, მაისი 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
“ფრილანსერები და ბიზნესი“- თიბისი ბიზნესის ინიციატივით, თბილისში „ხუთშაბათის შეხვედრა“ გაიმართება

2-04-2025

თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” გრძელდება. ბათუმის შემდეგ, ღონისძიება თბილისში, 3 აპრილს გაიმართება და ის “ფრილანსერების და ბიზნესის” თემატიკას დაეთმობა.


„ფრილანსერობა” თანამედროვე სამუშაო კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა და მისი როლი ბიზნესგარემოში სულ უფრო იზრდება. “ხუთშაბათის შეხვედრაზე” სპიკერები განიხილავენ, როგორ თანამშრომლობენ “ფრილანსერები”  სხვადასხვა სფეროში მოქმედ ბიზნესებთან, რა გამოწვევებსა და შესაძლებლობებს აწყდებიან ისინი  და როგორ შეუძლიათ კომპანიებს “ფრილანსერების” პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება. სტუმრები გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, პრაქტიკულ რჩევებს და პერსპექტივას იმაზე, თუ როგორ შეიძლება წარმატებული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შექმნა.

“ხუთშაბათის შეხვედრის” სპიკერები იქნებიან:

  • ნიკუშა ანთაძე -  კრეატიული სააგენტო Q&A-ს თანადამფუძნებელი;
  • ირაკლი გრძელიშვილი - Sapioo-ს დამფუძნებელი და დირექტორი;
  • მარიამ ლორთქიფანიძე - Playmakers-ის მმართველი პარტნიორი

“ხუთშაბათის შეხვედრაზე” დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია და აუცილებელია რეგისტრაციის წინასწარ გავლა: სარეგისტრაციო ბმული

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031