გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ზერეკიძე ციხეში ყოფნის პირობებზე: ერთ-ერთი ექთნისგან ვიცი, რომ საჭმელში რაღაცებს გვიყრიდნენ, რომ უენერგიოდ ვყოფილიყავით. გლდანში ვერ დაიძინებდი ისეთი ცემის ხმები ისმოდა, ზოგს ღამე შიშები და პანიკა ეწყებოდა

2-04-2025

ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი ზერეკიძემ 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ციხეში ყოფნის პერიოდზე და იქ არსებულ პირობებზე ისაუბრა.


„საშინელი კვება იყო. ერთ-ერთი ექთნისგან ვიცი, რომ საჭმელში რაღაცებს გვიყრიდნენ, რომ უენერგიოდ ვყოფილიყავით. ძილის პირობები ავჭალაში იყო, მაგრამ გლდანში ვერ დაიძინებდი ისეთი ხმები ისმოდა. ცემის ხმა ისმოდა, ღრიალი, ზოგს შიშები ეწყებოდა ღამე და პანიკა ეწყებოდა. მამაო რომ მოდიოდა არ გინდოდა, რომ კამერიდან გასულიყავი. ისეთი შარი იყო ადმინისტრაციამდე გადასვლა, რამდენ თანამშრომელს შეიძლება გაევლო და დაენახე და ყველა რაღაცას გეტყოდა“, - განაცხადა გიორგი ზერეკიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30