გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 08, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ბარამიძე: სასაცილო და სამარცხვინოა, თამარ ჩერგოლეიშვილი მიშა სააკაშვილზე რომ ლაპარაკობს ლუზერიაო, ეს ადამიანი შეპყრობილია მიხეილ სააკაშვილის სიძულვილით

3-04-2025

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე „ფედერალისტების“ ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას პასუხობს, სადაც ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს ლუზერს უწოდებს და აცხადებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაგაზა რამდენიმე აქტივისტი, რომ 31 მარტის ერთსულოვანი სულისკვეთება ჩაშალოს. მიზეზი ერთია: ამ ერთსულოვნების ცენტრში არ არის მათი ლუზერი ბელადი, თვითგამოცხადებული „მთავარი პოლიტპატიმარი“, რომელიც ცოტა ხნის წინ ეხვეწებოდა ივანიშვილს, ოღონდ გამიშვი და „ნაცმოძრაობას“ გადმოგიფორმებო. მათ არ ყოფნით ხალხი, რომ მიშასთვის თვითონ მოაწყონ აქციები და მსვლელობები“.


როგორც ბარამიძე აღნიშნავს, ჩერგოლეიშვილი „შეპყრობილია მიხეილ სააკაშვილის სიძულვილით და იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ ამგვარ რაღაცებსაც კადრულობს“.


„მე მგონი, სასაცილო და სამარცხვინოა, თამარ ჩერგოლეიშვილი მიშა სააკაშვილზე რომ ლაპარაკობს ლუზერიაო. ეს ადამიანი არის შეპყრობილი მიხეილ სააკაშვილის სიძულვილით და იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, როგორც ჩანს, ფსიქიკურად თუ ფსიქოლოგიურად, რომ ამგვარ რაღაცებსაც კადრულობს. ნამდვილად არ ვთვლი მიზანშეწონილად, რომ ამ ადამიანის დონეზე ვინმე დაეშვას და მის სისულელეებზე რაიმე სერიოზული კომენტარი გავაკეთო“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ „ღამის კურიერში“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30