გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივნისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა შათირიშვილი: ტრამპის ადმინისტრაციის ხელით „დიფ სთეითი“ ყველა იმ მტრულ საქმიანობას აგრძელებს, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის ხელით იყო დაწყებული

3-04-2025

ბიძინა ივანიშვილს ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა რუსეთთან პარტნიორობის საბაბით, დღეს კი ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან თანამშრომლობით თავად იწონებს თავს, თუმცა, პარტნიორთან პარტნიორობაში დადანაშაულებულ ივანიშვილს სანქციებს არ უხსნის,  - ამის შესახებ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილშია საუბარი.

 

მისი განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაცია არც ისეთი აბსურდის გადახედვისთვის იცლის, როგორიცაა ვიცე-პრემიერის, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის მაგნიტსკის სიაში შეყვანა. ფილოსოფოსი, საქართველოს გარდა, რუმინეთში, სერბეთში, სლოვაკეთსა და თურქეთში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების საფუძველზე აღნიშნავს, რომ სინამდვილეში, არაფერი შეცვლილა და „დიფ სთეითი“ ბაიდენის ადმინისტრაციის ხელით დაწყებულ ყველა მტრულ საქმიანობას აგრძელებს.

  

„მაგნიტსკის სიაშია შეყვანილი საქართველოს ვიცე-პრემიერი და ტრამპის ადმინისტრაცია არც ამ აბსურდის გადახედვისთვის იცლის. ევროპას ადანაშაულებენ რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების უკანონოდ გაუქმებაში, თუმცა, დაჩაგრულ კანდიდატს მაინც არ აძლევენ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას და დაჭერასაც კი უპირებენ. საინტერესოა, რატომ არ დაასანქცირა ტრამპის ადმინისტრაციამ არავინ რუმინეთიდან, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნამდვილად აბსურდულად მიაჩნია. ერთმანეთის იდენტური სცენარებით გრძელდება აქციები სერბეთში, სლოვაკეთში, თურქეთში. საქართველოშიც ქუჩაში დაგვიტოვეს რამდენიმე ასეული „დიფ სთეითის“ აგენტი. ეს ფაქტები იმაზე მიუთითებს, რომ სინამდვილეში არც არაფერი შეცვლილა და ტრამპის ადმინისტრაციის ხელით „დიფ სთეითი“ ყველა იმ მტრულ საქმიანობას აგრძელებს, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის ხელით იყო დაწყებული.“ -  აღნიშნულია ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30