გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანი: თინა ბურჯალიანი, ზურაბ ადეიშვილის მოადგილე, რომელიც სტრასბურგში ჩამობრძანდა, წარდგა სასამართლოს წინაშე და ამტკიცებდა ისე, რომ არ რცხვენოდა, თურმე, მაყვლის ეკალ-ბარდებზე გადაჩეხილა სანდრო გირგვლიანი

3-04-2025

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულ კახა დაბრუნდაშვილს მიმართა, რომელიც, კუდის იმდროინდელი მაღალჩინოსნების, დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვის, გერონტი ალანიასა და სხვების მიერ მასა და მის მეგობარ ვამეხ აბულაშვილზე ძალადობის საქმის შესახებ საუბრობდა.


როგორც წულუკიანმა აღნიშნა, დაბრუნდაშვილი და აბულაშვილი იმავე ხევში წაიყვანეს საცემად, სადაც ოთხი თვის შემდეგ, 2006 წლის იანვრის ბოლოს, სანდრო გირგვლიანი იპოვეს.


მისივე განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში შეტანილ საჩივარში ეწერა, რომ გირგვლიანი ხევში თავისით აღმოჩნდა და ეკალ-ბარდებზე გადაიჩეხა, რასაც მაშინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თინა ბურჯალიანიც ამტკიცებდა.


„ეს იგივე ხევია, სადაც სანდრო გირგვლიანი აღმოჩნდება თქვენს შემდეგ, ოთხი თვის თავზე, 2006 წლის იანვრის ბოლოს. სტრასბურგის სასამართლოში როდესაც ეს საქმე შემოვა, იქ წერია, რომ სანდრო გირგვლიანი, თურმე, ამ ხევში თავისით აღმოჩნდა, ეკალ-ბარდებზე გადაიჩეხა. ქალბატონი თინა ბურჯალიანი, იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე, რომელიც სტრასბურგში ჩამობრძანდა, წარდგა სასამართლოს წინაშე, მე ვიყავი ამის მოწმე, იქ ვმუშაობდი, ამტკიცებდა ისე, რომ არ რცხვენოდა, რომ თურმე, მაყვლის ეკალ-ბარდებზე გადაჩეხილა სანდრო გირგვლიანი ამ ხევში სადაც თქვენ ჰყვებით, რომ ოთხი თვით ადრე გაგისწორდნენ ფიზიკურად და ასე მიაყენა თავის თავს უნებლიეთ ის ჭრილობები, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930