4-04-2025
კასპის მუნიციპალიტეტის მეფისქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზემო ჩოჩეთში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს.
პროექტი ითვალისწინებს რეზერვუარის, დრენაჟის, საქლორატოროს, სათავიდან რეზერვუარამდე მაგისტრალური მილსადენების, რეზერვუარიდან ქსელამდე მაგისტრალური მილსადენების და სათავე ნაგებობაზე სანიტარიული დაცვის ღობის მოწყობას.
პროექტი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და შპს „ნდს მშენებლობა“ ახორციელებს.
პროექტის დასრულება უზრუნველყოფს ადგილობრივების სასმელი წყლის მიწოდების და სოციალური პირობების გაუმჯობესებას - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, რომელიც მიმდინარე სამუშაოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
1-04-2025