გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, მაისი 19, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: შეუსაბამობა მხოლოდ მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიაში გამოვლინდა და მაშინვე მოხდა რეაგირება

4-04-2025

შეუსაბამობა მხოლოდ მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიაში გამოვლინდა და მაშინვე მოხდა რეაგირება, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ანა გემაზაშვილმა განაცხადა. 


„სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება მუდმივი, ყოველწლიური კონტროლი რძის მეწარმე ყველა ბიზნესოპერატორთან. რძის მწარმოებლები განეკუთვნებიან მაღალი რისკის მწარმოებლებს, ამიტომ ასეთ ობიექტს მინიმუმ 4-ჯერ ვამოწმებთ, ეს ნიშნავს 4-ჯერ გეგმურ შემოწმებას, 4 გადამოწმებას. ფაქტობრივად, მაღალი რისკის საწარმოებში კონტროლი ხორციელდება ყოველ 2 თვეში ერთხელ.


გარდა იმისა, რომ საწარმოო პროცესი მოწმდება, კონტროლდება ასევე ბაზარზე განთავსებული ყველა დასახელების რძის ნაწარმი. მათ შორის რძე და ასევე აღნიშნული ბიზნესოპერატორის რძეც არაერთხელ არის შემოწმებული.


არაერთ მაჩვენებელზე ხდება მონიტორინგი, ნიმუშების აღება და სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოკვლევა. მათ შორის ამ მაჩვენებელზეც გამოკვლეულ იქნა როგორც შარშან, ასევე შარშანწინ „ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ წარმოებული რძე და ამ დრომდე არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებული აფლატოქსინის გადაჭარბებული შემცველობა. ეს კონკრეტული ფაქტი დაკავშირებული იყო მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიებთან, სადაც აღმოჩნდა შეუსაბამობა ლაბორატორიული გამოცდის შედეგად.


სააგენტოს მიერ მყისიერად გავრცელდა ინფორმაცია სწორედ იმიტომ, რომ დაგვეცვა მომხმარებლის ინტერესები და ჯანმრთელობა. თავად ბიზნესოპერატორიც ძალიან აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოსთან, დაუყოვნებლივ მიეწოდა ინფორმაცია და იმავე დღესვე დაიწყო ამ კონკრეტული პარტიების გამოთხოვა ბაზრიდან. მინდა დავაწყნარო ჩვენი მომხმარებელი, რომ ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს, თუკი რაიმე დარჩენილია აღნიშნული პარტიებიდან, მათი გამოთხოვა ბაზრიდან“ - განაცხადა ანა გემაზაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031