გაიგე განსხვავებული

პარასკევი, მაისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოგა ხაინდრავა: ქართული სახელმწიფო ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული როგორიც არის დღეს, საუკუნეების მანძილზე არ ყოფილა და არაფრის ფასად ამას არ დავთმობთ

4-04-2025

„რა დღეში ჩააგდო ფსევდოლიბერალიზმა და ფსევდოშიგევროპელობამ ეს ადამიანები. რას უშვრებიან ჩვენ შვილებს. ეს უნდა დამთავრდეს. ავი სულები თბილისის ქუჩებს უნდა მოვაშოროთ, მათი ხელით ხდება ამ ქვეყნის დანგრევის მცდელობა“- ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ „ჟურნალისტთა ფედერაციის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


ხაინდრავას თქმით, „ამ გამძვინვარებულ მსოფლიოში საქართველომ შეძლო ისეთი ხელისუფლების შექმნა, რომელიც მის ინტერესებს ემსახურება“.


„არც ამ ბოროტ დედაბერს, პრეზიდენტს რომ ეძახის თავის თავს, არც მამუკა ხაზარაძეს, არც ლიაკა ხოშტარიას, არც თინა ბოკუჩავას არანაირი სხვა დავალება არ აქვთ, ესენი არიან უცხო ინტერესების განმხორციელებლები საქართველოში, იმ დავალებების, რასაც „დიფ სთეითი“ აძლევს. არ გამოვა ეგ ამბავი. მაგას ვერ გვპატიობენ ზუსტად. ვერ გვპატიობენ ღირსებას, ვერ გვპატიობენ დამოუკიდებლობას, ვერ გვპატიობენ იმას, რომ ამ ქვეყანამ და ამ საზოგადოებამ გადალახა თავის თავი. საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე 30 წელი უდაბნოში ვიარეთ და გავედით სამშვიდობოს. ეს არის სუვერენული ქვეყანა, რომელიც საკუთარი ინტერესებით ცხოვრობს. ეს არის საზოგადოება, რომელიც იმდენად მომწიფდა, რომ საკუთარი ინტერესების გატარება შეძლო მსოფლიოში. ამ გამძვინვარებულ მსოფლიოში საქართველომ შეძლო ისეთი ხელისუფლების გაჩენა თუ შექმნა, რომელიც მის ინტერესებს ემსახურება. ქართული სახელმწიფო ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული როგორიც არის დღეს, საუკუნეების მანძილზე არ ყოფილა და არაფრის ფასად ამას არ დავთმობთ“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031