გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, მაისი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავა

5-04-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის, ვაკე-საბურთალოს, ძველი თბილისისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავეს.


დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მომზადებისა და მცდელობის ფაქტებზე დაკავებული არიან: 1996 წელს დაბადებული მ.კ., უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2007 წელს დაბადებული კ.რ. , 1990 წელს დაბადებული მ.ბ., წარსულში ნასამართლევები: 1984 წელს დაბადებული ზ.ა., 1995 წელს დაბადებული ლ.ნ. და 1994 წელს დაბადებული გ.კ.


დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პოლიციამ ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.


სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები „ჰეროინი“, „მეთადონი“, „მეფედრონი“, „ბუპრენორფინი" , „ალფა-პვპ“, და „მარიხუანა“ . პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად, ამოღებულია უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკი.


ერთ-ერთი ბრალდებულის გ.კ. - ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე, ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული - 15 515 ევრო, 15 500 აშშ დოლარი და 6550 ლარი.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19- 260-ე, 18-260-ე, 273-ე პრიმა, 19- 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031