გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, მაისი 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ძალიან სამწუხარო და დასანანია, რომ ცალკეული საელჩოების და ორგანიზაციების მოქმედებები ღირებულებებს არ ეფუძნება, მით უმეტეს, როცა ვსაუბრობთ ქვეყნებზე, რომლებსაც აქვთ ხანგრძლივი დემოკრატიული ტრადიციები, რომელსაც დღეს არად დაგიდევენ

5-04-2025

ძალიან სამწუხარო და დასანანია, რომ ცალკეული საელჩოების და ორგანიზაციების მოქმედებები ღირებულებებს არ ეფუძნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.


პრემიერის თქმით, სხვადასხვა ტიპის ექსტრემისტულ და რადიკალურ აქტივობებს უცხოელი კოლეგები ზოგჯერ კონკრეტული განცხადებებითაც ახალისებენ.


„არის სხვადასხვა ტიპის ექსტრემისტული რადიკალური აქტივობები, ჩვენ პირველად არ ვართ ამის მომსწრე და ამას დუმილით და ზოგჯერ კონკრეტული განცხადებებითაც ახალისებენ ჩვენი უცხოელი კოლეგები, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა. სამწუხაროდ, ღირებულებებს არ ეფუძნება ცალკეული საელჩოების და ორგანიზაციების მოქმედებები. ეს ძალიან სამწუხარო და დასანანია, მით უმეტეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ ქვეყნებზე, რომლებსაც აქვთ ხანგრძლივი დემოკრატიული ტრადიციები, მაგრამ დღეს ისინი ამ ტრადიციებს არად დაგიდევენ", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031