გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გაბუნია: საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობას მოჰყვება ადეკვატური რეაგირება და ნებისმიერი განცხადება, რომელიც დაკავშირებულია კომისიის მიმართ კითხვის ნიშნის დასმასთან, არის პოლიტიკური სპეკულაცია

5-04-2025

„საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობა გახლავთ სისხლის სამართლის დანაშაული და შესაბამისად, ამას მოჰყვება ადეკვატური რეაგირება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ, რომელმაც უპასუხა კითხვას, თუ რატომ არ თანამშრომლობს საგამოძიებო კომისიასთან „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე, რომლის საქმეც პროკურატურას გადაეცა.


გაბუნიას განცხადებით, კომისიაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დადგება სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.


„ყველამ უნდა გაიგოს, რომ საგამოძიებო კომისიაში გამოცხადება არის სავალდებულო და გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დადგება სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. შესაბამისად, აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს და ნებისმიერი განცხადება, რომელიც დაკავშირებულია საგამოძიებო კომისიის მიმართ კითხვის ნიშნის დასმასთან, არის აბსოლუტური, პოლიტიკური სპეკულაცია და არანაირი საფუძველი არ აქვს“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.


კითხვაზე, შესაძლოა, ბადრი ჯაფარიძეს მიზეზი ჰქონდეს, რის გამოც არ მიდის კომისიაზე, გაბუნიამ განაცხადა, რომ „ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ეს მიზეზები არ მოგვისმენია“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031