გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, მაისი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გაბუნია ცესკოს დადგენილებაში ცვლილების თაობაზე ოპოზიციის აჟიოტაჟზე: ვისაც წაკითხულის გააზრების პრობლემა არ აქვს, ნათლად დაინახავს, რომ მსგავსი შეზღუდვა არ არის დღის წესრიგში

5-04-2025

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილებაში შეტანილი ცვლილება, რომელიც გავრცელდა ინტერპრეტაციით, თითქოს საარჩევნო ოლქში მყოფ ადამიანს ეკრძალებოდა ამომრჩევლისთვის მოთხოვნა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელზეც ოპოზიციამ განაცხადა, რომ ამ ცვლილებით მარტივდება არჩევნების გაყალბება.


როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ზემოთ ხსენებული არ შეესაბამება სიმართლეს და მსგავსი შეზღუდვა დღის წესრიგში არ არის.


„არ შეესაბამება სიმართლეს. კანონში ნათლად არის გაწერილი ყველა ის პროცედურა, რომელიც ამ საკითხთან არის დაკავშირებული და შესაბამისად ვისაც წაკითხულის გააზრების პრობლემა არ აქვს, ნათლად დაინახავს, რომ მსგავსი შეზღუდვა არ არის დღის წესრიგში“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031