გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
„golosarmenii“(სომხეთი): „ნაციონალები“ სიტუაციის ასარევად ნიშანს ელოდებიან

1-11-2018

„საქართველოში 28 დეკემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყნის მმართველი პარტიისა და მისი ლიდერის - ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისათვის ძალზე არასასურველი შედეგით დასრულდა.


მართალია, წინ მეორე ტურია, მაგრამ მისი შედეგები უკვე შეიძლება წინასწარ გადაწყვეტილად ჩაითვალოს“-ასე იწყება სომხური გამოცემის, «Голос Армении»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია, რომლის ქართულენოვან რეზიუმეს საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ:


ჩვენი გაზეთი ჯერ კიდევ 20 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „მეორე ტური გარდაუვალია, მოხდება თუ არა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის რესტავრაცია?“, აღნიშნავდა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება პირველ ტურში ძალიან საეჭვო იყო, თითქმის ნულის ტოლი.


არადა, თვით ბიძინა ივანიშვილი ბოლო წუთამდე იმედოვნებდა, რომ მის მიერ კანდიდატად წამოყენებული ქალბატონი პირველივე ტურში პრეზიდენტად იქნებოდა არჩეული. პარტიის ლიდერებიც და აქტივისტებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებდა, იმავდროულად კი საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის მხრიდან პროვოკაციებით აშინებდნენ.


ექს-პრეზიდენტი რომ პროვოკაციების ოსტატია, ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ რაიმე სერიოზულ პროვოკაციამდე ამჯერად საქმე არ მისულა. ცესკოში საარჩევნო უბნებიდან შესული მონაცემების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ განაცხადა, რომ მათ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს გამარჯვებამდე ცოტა აკლიაო, შემდეგ კი, როცა სიტუაცია გაირკვა, აქცენტი მეორე ტურში გადამწყვეტ ბრძოლაზე გადაიტანა - „მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის რესტავრაციას არ დავუშვებთო“.


ზუსტად არავინ იცის, რას გააკეთებს გამარჯვების შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძე. ალბათ, იგი თავის მომხრეებს ქუჩაში გამოსვლისაკენ მოუწოდებს და პარლამენტის დათხოვნას შეეცდება. ასეთ სიტუაციაში საქართველოს წინ პოლიტიკური დაპირისპირება ელოდება, რომლის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ უნარზე წინ აღუდგეს მიხეილ სააკაშვილის და მისი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონტროლირებულ საკმაოდ ბევრ მასობრივი ინფორმაციის საშუალებას. „ნაციონალები“, უეჭველია, ნიშანს ელოდებიან აქციების მოსაწყობად, მათ შეუძლიათ მთელი თვის განმავლობაში სიტუაციის არევ-დარევა გამოიწვიონ, დაიწყონ ისტერია არჩევნების ფალსიფიცირების თაობაზე და ა.შ. ყველამ იცის, რომ მათი დევნილი ლიდერი ძალიან მაგარი ოსტატია შოუების მოწყობის საქმეში - თუმცა ზოგჯერ უნიჭოს და გულისამრევად გამოსდის, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს საქმეს არ ცვლის.


საქართველო მძიმე არჩევანის წინაშე დგასს. ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ექვსი წლის განმავლობაში მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა ვერ გააუმჯობესა. რუსეთის უარმა საქართველოს მოქალაქეებისათვის საზღვარი უვიზოდ გაეხსნა (რაც საქართველომ, თავის მხრივ, დიდი ხნის წინ გააკეთა), ქვეყანა კატასტროფულ შედეგებამდე მიიყვანა. მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის რესტავრირების ალბათობა მატულობს და თუ ეს მართლაც მოხდება, თუ იგი სამშობლოში ტრიუმფალურად დაბრუნდება, მაშინ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ნორმალიზების იმედი საბოლოოდ დაიმარხება. ცხადია, ასეთი სიტუაცია უარყოფითად იმოქმედებს სომხეთზეც, რომელიც ისედაც პოლიტიკური დესტაბილიზების პირობებში ცხოვრობს. არაფერს ვამბობთ იმაზე, თუ როგორ სიტუაციაში აღმოჩნდება საქართველოში არსებული მრავალრიცხოვანი სომხური სათვისტომო... სიტუაციის უფრო პოზიტიურად განვითარების შანსები ძალიან უმნიშვნელოა.


საქართველოს ხელისუფლებას კიდევ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ნეგატიური პერსპექტივა შეცვალოს: მიიზიდონ და საარჩევნო ურნებთან მიიყვანონ ის ამომრჩევლები, რომლებიც პირველ ტურში არ მონაწილეობდნენ და სახლში ისხდნენ.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930