გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 28, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე: 9 აპრილის მისაკუთრებას ცდილობს უსამშობლოთა ჯგუფი - რუსთაველზე მყოფი, საზოგადოების ყველაზე უღირსი ნაწილი, ჯანსაღ ნაწილს, გმირებისთვის პატივის მიგების შესაძლებლობას არ აძლევს

9-04-2025

დეკლარირებულ მოღალატე ჯგუფს, 9 აპრილის მითვისების უფლება არ აქვს! - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, 9 აპრილის მისაკუთრებას ცდილობს უსამშობლოთა ჯგუფი, რომელსაც რუსთაველზე დგომის მორალური უფლებაც კი არ აქვს და რომელთაც კონსოლიდაცია ისეთ ეროვნულ მოვლენაზეც კი არ შეუძლიათ, როგორიც ეს თარიღია.


ექსპერტი აღნიშნავს, რომ დღეს, რუსთაველზე მყოფი უსამშობლოები საზოგადოების ყველაზე უღირს ნაწილს წარმოადგენენ და 9 აპრილს დაღუპულთა სულებს შეურაცხყოფენ.


„დეკლარირებულ მოღალატე ჯგუფს, 9 აპრილის მითვისების უფლება არ აქვს! ვინ დგას დღეს რუსთაველზე და ვინ ცდილობს 9 აპრილის მისაკუთრებას? ეს არის უსამშობლოთა ჯგუფი, რომელსაც კონსოლიდაცია ისეთ ეროვნულ მოვლენაზეც არ შეუძლია როგორიც 9 აპრილის მოვლენებია.


არ მინდა უხეში ვიყო, მაგრამ რუსთველზე მყოფი, საზოგადოების ყველაზე უღირსი ნაწილი, საზოგადოების ჯანსაღ ნაწილს, გმირებისთვის პატივის მიგების შესაძლებლობას არ აძლევს, ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება. ეს არის საკუთარი ფაშისტური ბუნების გამოვლინება! სამწუხაროდ დღეს რუსთველზე მდგომი უსამშობლოებისთვის ფული მთავარი მამოძრავებელი ძალაა, რაც შეურაცხოს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას, მათ არათუ 9 აპრილის მითვისების, არამედ რუსთველზე ყოფნის მორალური უფლებაც არ აქვთ!“ - წერს დავით ჩიხელიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031